დამატებითი რეკომენდაციები ადვოკატებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტთან დაკავშირებით

15 მარტი 2020

იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ COVID-19 ვირუსის პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელების პრევენციას და დაიცვათ როგორც საკუთარი, ასევე პატიმრობაში მყოფ პირთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი დამატებითი რეკომენდაციები: 

1. გარდა გადაუდებელი საპროცესო აუცილებლობისა, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი პატიმრობაში მყოფ პირთა მონახულებისგან.
 
2. თუკი კლიენტის ინტერესებისა და უფლებების ეფექტიანად დაცვიდან გამომდინარე გარდაუვალია პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი, თან იქონიეთ: ერთჯერადი პირბადე და ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები; მოიხმარეთ ისინი უწყვეტად - დაწესებულებაში შესვლის მომენტიდან ვიზიტის დასრულებამდე. 
3. პატიმრობაში მყოფ პირთან უშუალო კომუნიკაციისას, დაიცავით მასთან 1 – 1.5 მეტრის დისტანცია. 

4. გაითვალისწინეთ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მითითებები, რომელიც დაკავშირებულია პატიმრობაში მყოფ პირებთან ადვოკატის უშუალო კონტაქტის შემცირებასთან.  

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას იურიდიული დახმარების სამსახურთან, საერთო სასამართლოებთან, პროკურატურასთან და პენიტენციურ სამსახურთან და საჭიროების შემთხვევაში მოგაწვდით დამატებით რეკომენდაციებს. 

კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: t.devdariani@gba.ge 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი