ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება შედგა

4 ივნისი 2021

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც თავად გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებიც ადვოკატებს პატიმრებთან შეხვედრის პროცესში ექმნებათ. 

დავით ასათიანის N8 დაწესებულების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შედეგად ადვოკატებისთვის მრავალსაათიანი რიგების პრობლემის მოსაგვარებლად შეთანხმება შედგა. 
შეთანხმების თანახმად გლდანის N8 დაწესებულებაში, დილის 9-დან 11სთმდე ყველა, 28-ვე ოთახი, მხოლოდ ადვოკატებს დაეთმობა. ასევე, ადვოკატების შეხვედრებისათვის დრო საღამოს 19 საათამდე გადაიწევს. აღნიშნული ცვლილება დღეიდან ამოქმედდა. 

ასევე, შეთანხმების შედეგად, ციხის ადმინისტრაცია ჩართული იქნება  თანამშრომლების მობილიზაციის პროცესში, რომ ადვოკატის დაწესებულებში შესვლისთანავე, დროულად განხორციელდეს პატიმრის კორპუსებიდან გამოყვანა, რათა ადვოკატებს საათობით ლოდინი აღარ დასჭირდეთ. 
ადვოკატთა ასოციაცია აქტიურ რეჟიმში დააკვირდება აღნიშნული პროცესის მუშაობის ხარისხს. 
ადვოკატებს კი გთხოვთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ვიზიტები დილის საათებში დაგეგმოთ. 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატთა ასოციაციამ N8 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული რიგების პრობლემის მოგვარების მიზნით უკვე დაიწყო მუშაობა ონლაინ პლათფორმის შესაქმნელად. ონლაინ პორტალი ადვოკატებს საშუალებას მისცემს პატიმართან ვიზიტი მათთვის სასურველ დროს წინასწარ თავად დაგეგმონ. დაწესებულების პერსონალი კი დანიშნულ დროზე პატიმრის შეხვედრის ადგილზე მიყვანას უზრუნველყოფს. 

აღნიშნული პორტალით სარგებლობას ადვოკატები უახლოეს მომავალში შეძლებენ. ხოლო, მათთვის ვინც გარკვეული მიზეზების გამო, ვიზიტის პორტალით დაჯავშნას ვერ მოახერხებენ, დაწესებულებაში ცოცხალი რიგით შესვლა კვლავ შესაძლებელი იქნება, ასევე, მათთვის შენარჩუნდება ოთახების გარკვეული რაოდენობა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი