დავით ასათიანმა ბერლინში, ადვოკატთა მე-6 საერთაშორისო ფორუმზე ადვოკატის პროფესიის გამოწვევებზე ისაუბრა

8 მაისი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის (BRAK) მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო ფორუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტის რანგში მონაწილეობდა. კონფერენციის მთავარი თემა იყო „იურიდიული პროფესია ფრონტის ხაზზე“. კონფერენციაში მსოფლიოს 45 ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

დავით ასათიანი კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა  და  აღნიშნა, რომ ადვოკატები მხოლოდ სასამართლო დარბაზებში მყოფი დამცველები არ არიან — მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ხარისხიან მართლმსაჯულებაზე. ადვოკატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფაში, სამართლის უზენაესობის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში. სამწუხაროდ, მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში, ადვოკატები კვლავაც აწყდებიან ზეწოლას, გადაჭარბებულ ჩარევას, შევიწროებას და ზოგ შემთხვევაში — პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადვოკატთა პროფესიული უფლებების ზედმიწევნით დაცვა, რადგან სწორედ ადვოკატის პროფესიის ხელშეუხებლობა და უსაფრთხოებაა ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ერთერთი მთავარი ქვაკუთხედი. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი