ძვირფასო ადვოკატებო, გაცნობებთ, რომ ინგლისური სამართლის ფორუმში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო!
გაითვალისწინეთ, რომ ფორუმში მონაწილეობა დადასტურდება პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე. სარეგისტრაციო ფორმა დაიხურება მონაწილეთა განსაზღვრული რაოდენობის შევსებისას.
ფორუმში მონაწილეობა მხოლოდ მოქმედ ადვოკატებს შეუძლიათ.
ფორუმი 6 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.
სამუშაო ენა ინგლისური/უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.