გაცნობებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2026 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, ადვოკატთა ასოციაცია მუდმივმოქმედი კომიტეტების წევრთა შერჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს.
კომიტეტის წევრობის უფლება აქვს ასოციაციის მოქმედი სტატუსის მქონე ნებისმიერ წევრს, რომელსაც ირჩევს და ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
იხ. კომიტეტების განახლებული ჩამონათვალი.
გაეცანით კონკურსთან დაკავშირებულ დეტალებსა და სააპლიკაციო განაცხადის ფორმას.
სააპლიკაციო განაცხადების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.




