ასოციაციის ოფისები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

20 აპრილი 2021

21 აპრილიდან, ადვოკატთა ასოციაციის ყველა ოფისი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. 

ასოციაციის აპარატში COVID-19 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო, ასოციაციის ყველა ოფისი მუშაობას დისტანციური ფორმით განახორციელებს, სამუშაო დღეებში - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე . ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის ყველა სერვისი შეუფერხებლად განხორციელდება ელექტრონული ფორმით.

ასოციაციასთან კომუნიკაციის დროს, აუცილებლად ისარგებლეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ იმ მიმართულების შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციით, რომლის შესახებაც გსურთ ჩვენთან დაკავშირება:

1. ნებისმიერი განცხადება, წერილი თუ მომართვა გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gba.ge. მატერიალური ფორმით ოფისის მისამართზე მიტანის შემთხვევაში, კორესპონდენცია მოათავსეთ ოფისის შესასვლელთან განთავსებულ საფოსტო ყუთში. გამზადებულ პასუხს მიიღებთ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და საფოსტო მისამართზე.

2. ეთიკის კომისიის აპარატთან კონსულტაციის გავლის მიზნით, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ethics@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 032-298-78-78 (აკრიფეთ შიდა 4).

3. სასწავლო ცენტრის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით,

საკვალიფიკაციო გამოცდები: e.sisvadze@gba.ge ან 593-38-45-83. 
ადაპტაციის პროგრამა: r.tsintsadze@gba.ge ან 557-54-99-73.
სხვა საკითხები: info@gba.ge ან 577-69-46-71 და 511-16-90-84.
4. საწევრო გადასახადთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტა: m.gamdlishvili@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 557-54-99-73. 

5. რეგიონულ ოფისებთან დასაკავშირებლად ისარგებლეთ ნომრებით: თელავი: 593-35-39-18; ქუთაისი: 598-99-18-81; ზუგდიდი: 592-95-10-03; ბათუმი: 599-12-28-87.  

ზემოთ ჩამოთვლილი გზებით ასოციაციასთან კომუნიკაციისას შექმნილი რაიმე დაბრკოლების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს  ცხელ ხაზს: 032-298-78-78 (აკრიფეთ შიდა ნომერი 2 ანდა 3).

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი