ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფში გაწევრიანება

28 მარტი 2022

გაცნობებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის ფორმირებისა და საქმიანობის წესი. ნაფიც მსაჯულთა სამუშაო ჯგუფის დებულებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაცნობებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის ფორმირების მიზნით მიმდინარეობს ასოციაციის წევრთა განაცხადების მიღება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის  სამუშაო ჯგუფში გაწევრიანება შეუძლიათ მოქმედი სტატუსის მქონე ყველა ადვოკატს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დებულებას.

სამუშაო ჯგუფის წევრობის მსურველმა კანდიდატებმა 2022 წლის 12 ივნისის 18:00 საათამდე ელ. ფოსტაზე t.devdariani@gba.ge საჭიროა წარმოადგინონ.

  1. ადვოკატის მოწობა (ასლის სახით).
  2. CV (ქართულ ენაზე).
  3. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

(*ელექტრნული ფოსტის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის წევრობა)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2987878 (შიდა ნომერი 6).

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი