ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროს მრჩეველს მართლმსაჯულების საკითხებში მაიკლ ვასკოსა და პოლიტიკურ ოფიცერს, კერი მაკინტოშს შეხვდა. ირაკლი ყანდაშილმა პროგრამის წარმომადგენლებს ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციასა და INL - ბიუროს შორის მრავალწლიან, აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ის მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს, რომლებიც ასოციაციამ ადვოკატთა პროფესიის განვითარებისთვის INL ბიუროს მხარდაჭერით განახორციელა, მათ შორის, ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეები ასევე მიესალმნენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.




