ამერიკის შეერთებული შტატებში ქართველი ადვოკატების რიგით მეორე სასწავლო ვიზიტი ჩატარდა

18 ნოემბერი 2023

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე ქართველი ადვოკატების რიგით მეორე სასწავლო ვიზიტი ჩატარდა. 

ვიზიტის ფარგლებში ადვოკატებმა მაიამი-დეიდის საზოგადოებრივი ადვოკატის ოფისში სემინარებსა და საინფორმაციო სახის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. ადვოკატებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ნაფიც მსაჯულთა პროცესებს მაიამი-დეიდის სასამართლოში. 

სასწავლო ვიზიტში ადვოკატთა ასოციაციის ის ადვოკატები მონაწილეობდნენ, რომლებაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული საბაზისო, შუალედური და სიღრმისეული (ტრენერთა-ტრენინგი) ტრენინგები გაიარეს.

აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც განგრძობადი ხასიათი ექნება, მიზნად ისახავს ასოციაციაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით მომუშავე ადვოკატების პროფესიულ გაძლიერებას, ასევე, ტრენერთა ჯგუფის ფორმირებას, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ყველა დაინტერესებული ადვოკატის შემდგომი გადამზადების პროცესში.

მადლობას ვუხდით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკელ ხალხს იურიდიული პროფესიის გაძლიერებისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი