"ადვოკატის პროფესიის დაცვის კონვენციის" საკითხებზე ერევანში კონფერენცია ჩატარდა

2 მაისი 2025

„ადვოკატის პროფესიის დაცვის კონვენცია - საჭიროებები და მოლოდინები“ - ამ თემაზე კონფერენცია ჩატარდა ერევანში.

კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, ონისე მარგიანი და კომიტეტის წევრი გიორგი ჭოჭუა მონაწილეობდნენ. 

კონფერენციაზე ადვოკატის პროფესიის დაცვის კონვენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ახლახან დაამტკიცა. ქართულმა დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ერთერთი პირველი იქნება კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის. 

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, დისკუსია გაიმართა ადვოკატის უფლებების დაცვის აქტუალურ საკითხებზე.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი