ადვოკატთა სოციაციის თავმჯდომარე ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების ახლადარჩეულ თავმჯდომარეებსა და თანათავმჯდომარეებს შეხვდა

20 თებერვალი 2026

ადვოკატთა სოციაციის თავმჯდომარე ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების ახლადარჩეულ თავმჯდომარეებსა და თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ირაკლი ყანდაშვილი შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტების საქმიანობის შესახებ ესაუბრა, საკომიტეტო საქმიანობის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. 

„საკომიტეტო საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, როგორც ასოციაციისა და მისი წევრებისთვის, ასევე საზოგადოების სამართლებრივი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. განახლებული კომიტეტების სტრუქტურის ფარგლებში, ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვეთ საკომიტეტო საქმიანობა, რათა რაც შეიძლება მეტი ადვოკატი, აქტიურად ჩაერთოს პროცესში. უახლოეს მომავალში კომიტეტები წევრებით დაკომპლექტდება, და დარწმუნებული ვარ, მათი თავმჯდომარეების, თანათავმჯდომარეებისა და წევრების ერთობლივი ძალისხმევით ნაყოფიერ და მნიშვნელოვან საქმიანობას დავიწყებთ.“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით განახლდა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების სტრუქტურა და ამ ეტაპზე კომიტეტის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. კომიტეტების დაკომპლექტების შემდეგ ასოციაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე საკომიტეტო საქმიანობას აქტიურად დაიწყებს. 

გაეცანით კონკურსთან დაკავშირებულ დეტალებსა და სააპლიკაციო განაცხადის ფორმას. სააპლიკაციო განაცხადების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი