ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის საიუბილეო მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

11 ნოემბერი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ასოციაციის თავმჯდომარემ, აღმსარულებელი საბჭოს 18.09.2025 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასოციაციის დაარსებიდან, 2005 წლიდან დღემდე, ყველა მოწვევის მმართველი ორგანოს (აღმასრულებელი საბჭო, ეთიკის კომისია, სარევიზიო კომისია) წევრები; ასოციაციის მიერ დამოუკიდებელ საბჭოებში სხვადასხვა დროს წარდგენილი ადვოკატები და საპარლამენტო წარმომდგენლები 20 წლის საიუბილეო მედლებით დააჯილდოვა. 

საიუბილეო მედალზე, ცნობილი ადვოკატისა და საზოგადო მოღვაწის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ხელნაწერი შრიფტია გამოყენებული, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერაა შექმნილი. 

შეგახსენებთ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფორმირების საკანონმდებლო პროცესი 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ორგანიზაცია დაფუძნდა, როგორც წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია. 8 ნოემბერი კი ადვოკატის პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი