ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

20 ოქტომბერი 2026

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, შრომის სამართლის სპეციალიზირებულ მოსამართლეთა და ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრების მონაწილეობით ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბენჩ-ბარის ფორმატის შეხვედრა კვლავ გაიმართა თემაზე: „შრომითი ურთიერთობები: სამართლებრივი, სასამართლო და პრაქტიკული პერსპექტივები“. 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ლევან მიქაბერიძემ და საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კოორდინატორმა, ეკატერინე ქარჩხაძემ. 
შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და ახალი გლობალური ტენდენციების შესახებ მოხსენება წარადგინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) DWT/CO-ბუდაპეშტის ოფისის წარმომადგენელმა, ლეიო სიბელიმ.
შეხვედრის სხვა თემები მოიცავდა:

  • დასაქმების სხვადასხვა ფორმისადმი ეროვნულ საკანონმდებლო მიდგომებს;
  • დასაქმების სტატუსთან დაკავშირებით სასამართლოს მიდგომებსა და საქართველოს სასამართლო პრაქტიკის უახლეს ტენდენციებს;
  • დასაქმების სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ გამოწვევებს იურიდიული პროფესიის პერსპექტივიდან;
  • საქართველოს შრომის სამართლის განვითარების სამომავლო მიმართულებებსა და მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას და სხვ.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს შრომის სამართლის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას, მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის პროფესიული დიალოგის გაძლიერებას, ასევე, სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტის ხელშეწყობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი