ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების დამკვირვებელთა შესახებ

12 დეკემბერი 2025

გაცნობებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის ერთხმივი გადაწყვეტილებით, დამკვირვებლად დარეგისტრირდა თავმჯდომარეობის კანდიდატთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ყველა კანდიდატი. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის 2025 წლის 13-14 დეკემბრის საერთო კრების დაკვირვება უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის დამკვირვებლებს (საერთო ჯამში 46 დამკვირვებელი) შეეძლებათ.

13-14 დეკემბრის საერთო კრების მიმდინარეობას დააკვირდებიან 6 თავმჯდომარეობის კანდიდატის - 24 დამკვირვებელი და 11 არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი.

დამკვირვებელს უფლება აქვს, პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ განსაზღვრული ზონის ფარგლებში, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას. ვიდეო-აუდიო ჩანაწერების განხორციელება დასაშვებია, ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობა და ხელი არ შეეშალოს კრების მიმდინარეობის პროცესს.

საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, დაინტერესებულ მედია საშუალებებს შეუძლიათ გააშუქონ ასოციაციის საარჩევნო კრების მიმდინარეობა წარმომადგენელთა რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს დაგეგმილი ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები  უპრეცედენტო გამჭვირვალობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ხმების დათვლა სრულად აპარატების საშუალებით (“PCOS” საარჩევნო ოპტიკური სკანერები) მოხდება, ხოლო თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვლება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი