ადვოკატთა ასოციაციის პადელის ჩემპიონატი

23 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს განაცხადების მიღებას ადვოკატთა პადელის გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პადელის ჩემპიონატში.

ჩემპიონატი გაიმართება 2026 წლის 11 ივლისს.

თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 4 მოთამაშისგან (2 ძირითადი და 2 სათადარიგო მოთამაშე).

ჩემპიონატი იქნება ერთდღიანი და მასში მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი.

რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის პრინციპით. შესაბამისად, მონაწილე გუნდები შეირჩევიან განაცხადებისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის რიგითობის მიხედვით.

გუნდების რეგისტრაციისა და ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარეობს მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის (16 გუნდი) შევსებამდე.

განაცხადებისა და ქვითრების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივნისი.

მონაწილეთა დრესკოდი: თეთრი მაისური.

ჩემპიონატში მონაწილე გუნდის რეგისტრაციის საფასური შეადგენს 240 ლარს.

საფასურის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი
ა/ნ: GE16BS0000000004836004
მიმღები: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

დანიშნულება: „პადელის ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობის საფასური“ და მონაწილე გუნდის სახელწოდება.

დაინტერესებულმა გუნდებმა ელექტრონულ მისამართზე info@gba.ge უნდა გამოაგზავნონ:

• გუნდის რეგისტრაციის განცხადება;
• მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

პადელის ჩემპიონატის მიმართ მაღალი ინტერესის შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნული ჩემპიონატის მომავალშიც გამართვას გეგმავს.

გისურვებთ წარმატებას და გელოდებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პადელის ჩემპიონატზე!
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი