საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების იმ იურისტებს შეხვდა, რომლებიც ამავდროულად ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან.
შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გახსნეს.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციისა და ბიზნეს ასოციაციის საქმიანობა, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, იურისტების, ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში ინტეგრირების საშუალებები და ფორმები განიხილა.
მათ შორის, ისაუბრა ბიზნესგარემოსა და სამართლებრივი პრაქტიკის ურთიერთკვეთაზე, როგორც რეგულაციური ჩარჩოს გაუმჯობესების, ისე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევების, დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმებისა და კერძო სექტორსა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.




