ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სტამბოლის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

6 აპრილი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სტამბოლის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდა თემაზე: „სამართლიანი სასამართლო და დაცვის უფლება“. ირაკლი ყანდაშვილი ღონისძიებაზე მთავარი სპიკერის რანგში იყო მიწვეული.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საერთაშორისო აუდიტორიასთან ისაუბრა თემაზე: „ადვოკატთა ასოციაციის როლი სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაში“.

სიმპოზიუმში 40-მდე სახელმწიფოს 200-მდე ადვოკატი მონაწილეობდა. ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს სტამბოლის ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარემ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE)  პრეზიდენტმა, ბრიუსელის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და პარიზის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

საერთაშორისო სიმპოზიუმი თურქეთში ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს, პარიზის, ბერლინისა და ბრუსელის ადვოკატთა ასოციაციებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი