ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა

1 აპრილი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ოფიციალური მიწვევით ბაქოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილი აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოსციაციის თავმჯდომარესთან, ანარ ბაგიროვთან ერთად აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობისა და სამართლებრივი სისტემის განვითარების საკითხები. ასევე ისაუბრეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ადვოკატების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობაზე სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრულველყოფის პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილს პროკურატურის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი