ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოში ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულს უმასპინძლა

17 თებერვალი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებული საქართველოში ბატონი ხავიერ ბელმონტი. ირაკლი ყანდაშვილმა მას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ხავიერ ბელმონტმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.  

თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა სტუმარს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მან ასევე ის მნიშვნელოვანი პროგრამები და ინიციატივები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებას ასოციაცია ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნით გეგმავს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მზადყოფნა დაადასტურეს და მომავალში ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი