ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისი ოფიციალურად გაიხსნა

23 ივნისი 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისი, „ადვოკატთა სახლი“ ოფიციალურად გაიხსნა. ახლადაშენებული შენობა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მარია სლაზაკმა და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდიო ვისკომ გახსნეს. მოწვეულ სტუმრებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ. ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები. სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ დელეგაციები ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონიაც ჩატარდა. ერთწლიანი ადაპტაციის პროგრამის გავლის შემდეგ ასოციაციას კიდევ 100-მდე ახალი წევრი შეემატა. 

ადვოკატთა ასოციაციის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია, როგორც ადმინისტრაციული განყოფილება, ასევე, სასწავლო ცენტრი, ეთიკის კომისია, ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტი. შენობაში, ასევე, მოეწყო სატრენინგო და საკონფერენციო სივრცეები და კაფეტერია. 

ახალი ოფისის მშენებლობას 2021 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი. ამავე წელს შენობის არქიტექტურამ და კონცეფციამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და - Global Architecture & Design Award -ის 2021 წლის გამარჯვებული გახდა.

„ადვოკატთა სახლის“ გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება ადვოკატებისთვის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი