ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმზე ქართულ ადვოკატურაზე ისაუბრა

12 აპრილი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს. 

გიორგი ჭეხანმა ფორუმის მონაწილეებს ადვოკატთა ასოციაციის მიერ იურიდიულ პროფესიაში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები გააცნო.  ასევე ისაუბრა დამოუკიდებელი და ძლიერი იურიდიული პროფესიის როლზე სამართლის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიულ საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში.

ფორუმი ორდღიანია და ორი ქვეყნის საადვოკატო სფეროს, იუსტიციის სამინისტროების, საგამოძიებო ორგანოების, საარბიტრაჟო ინსტიტუტებისა და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების ისახავს მიზნად.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი