ადვოკატთა ასოციაციაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე: სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა შრომით ურთიერთობებში

12 აპრილი 2024

ადვოკატთა ასოციაციაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით - „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა შრომით ურთიერთობებში“, რომელიც ამერიკის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტმა ჩაატარა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის დირექტორმა საქართველოში, სტანისლავ ჩენიუხმა. 

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა შრომის საკითხებზე მომუშავე 100 - მდე ადვოკატი და გამოიკვეთა ისეთი პრობლემები როგორებიცაა:  შრომით დავებზე ბაჟის გადახდის საკითხი, შრომითი დავების ხანგრძლივობა და სხვა. 

კვლევის შედეგად კომიტეტმა, ასევე, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც კანონმდებლობის გაუმჯობესებას, სხვადასხვა საკითხზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და შრომის სასამართლოების შექმნას ითვალისწინებს. 
იხ. კვლევის ელექტრონული ვერსია

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი