საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს საუნივერსიტეტო კლინიკის ფარგლებში სტუდენტებში ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სტუდენტებისთვის იურისტის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ).
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში „ეთიკის კლინიკამ“ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის მორიგი სასწავლო კურსი ჩაატარა.
კურსის დასკვნითი შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა. სტუდენტებს სერთიფიკატები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და ეთიკის კლინიკის ხელმძღვანელმა თამარ ხუბულურმა გადასცეს.
ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ „ეთიკის კლინიკის“ პრაქტიკული კურსი 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში 20-მდე სტუდენტმა გაიარა, სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.




