ადვოკატთა ასოციაციაში ანალიტიკური კვლევებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია ჩატარდა

11 ოქტომბერი 2023

ადვოკატთა ასოციაციაში ანალიტიკური კვლევებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია ჩატარდა. 
ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ გახსნეს. 

ანგარიშები, რომლებიც  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა შემდეგ თემებს შეეხება:  

  • კვლევა და რეკომენდაციები სასამართლოში საქმეთა ნაკადების მართვასთან დაკავშირებით.
  • ადვოკატთა ასოციაციის მიერ საქართველოს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ინსტრუქცია.
  • მოსამართლეთა დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაციები ადვოკატებისათვის.

დოკუმენტები ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტისა და ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის მიერ მომზადდა. 

ღონისძიებას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლები,  ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციას, ასევე, დაესწრო ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) ევროპისა და ევრაზიის ნაწილში სამართლის უზენაესობის მისიის ხელმძღვანელი დევიდ რუბინო. 

აღნიშნული სახელმძღვანელო რეკომენდაციები ადვოკატთა ასოციაციის ვებ გვერდზეა განთავსებული. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი