საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საინფორმაციო სააგენტო „ადვოკატის ხმა“- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და სააგენტოს დირექტორმა, ლევან ჭიღლაძემ.
მემორანდუმი მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებებისა და ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, საინფორმაციო სააგენტო „ადვოკატის ხმა“ უზრუნველყოფს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერას.
მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განახორციელონ ისეთი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს იურიდიული პროფესიის განვითარებას, პროფესიული საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.




