ადვოკატთა ასოციაციასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი ტრენინგების ორგანიზებას, სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, ასევე კვლევით და აკადემიურ სფეროში თანამშრომლობას. ამასთან, მემორანდუმი მოიცავს ადვოკატებისთვის სამეცნიერო-პრაქტიკული ვორქშოპების ორგანიზებას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი