საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალგაზრდებში სამართლის მიმართულების პოპულარიზაციის მხარდაჭერას განაგრძობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ასოციაციამ საადვოკატო სკოლა "თავისუფალი პროფესიის თაობა/Gen F" -ის კურსის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე საადვოკატო სკოლის მეოთხე სეზონის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და თავისუფალი პროფესიის სკოლა Gen F-ის დამფუძნებელმა დირექტორმა ნიკა სადრაძემ.
კურსის ფარგლებში სტუდენტები და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ხუთი თვის განმავლობაში გადიოდნენ პრაქტიკულ სწავლებას სისხლის სამართლის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს.
„გვჯერა, რომ სწორედ მომავალი თაობაა ის ძალა, რომელზეც ქვეყნის ხვალინდელი დღე დგას. მაშინ, როდესაც ძლიერი ქვეყნის მყარ საფუძველს წარმოადგენს ძლიერი და სანდო მართლმსაჯულება წარმოადგენს, რომლის ფორმირებაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ძლიერი იურიდიული პროფესია.
ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიაზრებთ და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათი ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.“ აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.




