განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები - კანონმდებლობა და პრაქტიკა“.
ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები რაისა ლიპარტელიანი, თამარ გაბისონია და დრ. იუსტინას უსონისი (Expertise France).
შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და Expertise France-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ოდრიუს ბიტინასმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ადვოკატთა საერთაშორის ქსელის ,,ILAW Network" გამგეობის წევრი, შრომის სამართლის ადვოკატი, მაქსიმილიანე გარსესი.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- მედიაცია შრომით დავებში;
- შრომითი დავები: შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობები და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
- კოლექტიური შრომითი დავები და გაფიცვის უფლება და სხვა.
შეხვედრა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში გაიმართა.




