„გაერთიანების თავისუფლება შრომით ურთიერთობებში და გაფიცვის უფლება“ - ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის აშშ-ს სოლიდარობის ცენტრის სამართლის უზენაესობის პროგრამის დირექტორის, ჯეფრი ვოუთის საჯარო ლექცია ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, აშშ-ს სოლიდარობის ცენტრის სამართლის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა, ჯეფრი ვოუთიმ და ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ გაბისონიამ.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შრომით ურთიერთობებში, გაფიცვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, საერთაშორისო პრაქტიკა; გაფიცვის უფლების შესახებ მიმდინარე საქმის განხილვა; კოლექტიური მოლაპარაკებები და დასაქმებულის უფლებების დაცვა გაერთიანების თავისუფლების ჭრილში და სხვ.
შეხვედრა აშშ-ს სოლიდარობის ცენტრის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
ადვოკატებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: „გაერთიანების თავისუფლება შრომით ურთიერთობებში და გაფიცვის უფლება“




