განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: “ადვოკატთა როლის გაძლიერება გარემოსდაცვითი უფლებების დაცვაში.”
სამუშაო შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა - დაგლას უებიმ.
ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი სამართლის განვითარება და ამ მიმართულებით სპეციალიზებული ცოდნის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე რეალური ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ინტერესების ეფექტიანი დაცვა მაქსიმალურურად იყოს უზრუნველყოფილი.
ტრენინგ-შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა: გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; მიმდინარე ინიციატივებისა და აქტივობების მიმოხილვა და სხვ.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ახალი სასწავლო მოდულის - „გზამკვლევი გარემოსდაცვით სამართალში“ პრეზენტაცია.
ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები: ლევან ასათიანი, კანონის უზენაესობის პროექტის ხელმძღვანელი,(UNDP)
ანა ბერიძე, გარემოსდაცვითი სამართლის იურისტი.
ტრენინგზე დასწრება უზრუნველყოფილი იყო ონლაინ.




