ადვოკატებისთვის ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი ჩატარდა

11 მაისი 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრმა უმასპინძლა.

რამდენიმედღიანი სწავლების ფარგლებში, ადვოკატებმა კრწანისის სამხედრო ბაზაზე სამედიცინო, სამოქალაქო თავდაცვის, ტოპოგრაფიული, საინჟინრო და საცეცხლე მიმართულებით ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების სწავლება გაიარეს. 

პროექტი ადვოკატთა ასოციაციისა და თავდაცვის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე განხორცილედა და თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობის ისახავდა მიზნად. 

აღნიშნული პროექტი მსურველი ადვოკატებისათვის კვლავ გაგრძელდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი