ადვოკატთა ასოციაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გასვლითი შემეცნებითი ტურების სერია - „აღმოაჩინე საქართველო GBA-სთან ერთად“ - დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ადვოკატებისთვის ყაზბეგში გასვლითი შემეცნებითი ტური მოეწყო.
ტურის მონაწილეებისთვის სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „პროფესიული იმიჯის არქიტექტურა და სტრატეგიული კომუნიკაცია კლიენტთან“. სამუშაო შეხვედრას ტრენერი - მერი მახარაშვილი უძღვებოდა.
შემეცნებითი ტურის ფარგლებში ადვოკატებმა მოინახულეს დარიალის ხეობა, მონასტერი და გერგეტის სამება.
გასვლითი შემეცნებითი ტურების სერია „აღმოაჩინე საქართველო GBA-სთან ერთად“ მიზნად ისახავს ადვოკატთა პროფესიული ურთიერთობებისა და კონტაქტების გაღრმავებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და კოლეგებს შორის არაფორმალურ გარემოში დაახლოებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
გასვლითი შემეცნებითი ტურების სერიის - „აღმოაჩინე საქართველო GBA-სთან ერთად“ - ფარგლებში, მომავალში მსგავსი ტურები კიდევ დაიგეგმება.




