ანა ხურციძე

ეთიკის კომისიის წევრი

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ანა ხურციძე არის ეთიკის კომისიის არაადვოკატი წევრი 2021 წლის 11 დეკემბრიდან. ანა არჩეულ იქნა მეორე ვადით.

ანა არის იურისტი, ტრენერი, მედიატორი. ანა 2013 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, აქვს საგანმანათლებო სფეროში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება.

ანამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ანა ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ტურინის უნივერსიტეტისგან.

2016 წელს ანამ წარმატებით დაასრულა ჰერთის საჯარო მმართველობის სკოლის იურისტების რეგიონალური აკადემია გერმანიაში. გარდა ამისა, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავლილი აქვს აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

2020 წელს ანა აირჩიეს გაეროს Global Mediation Panel-ის წევრად.

2021 წელს ანა აირჩიეს INADR – დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2003 წლიდან ანა მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში - ამ პერიოდიდან ასწავლიდა და იკავებდა სამუშაო პოზიციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. ის იყო და არის ჩართული კერძო სამართლის რეფორმებში და გააჩნია ტრენინგების ჩატარების 16-წლიანი გამოცდილება. მიღებული აქვს ტრენერის საერთაშორისო აკრედიტაციაც.

ანა არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის - ADREE-ის თანადამფუძნებელი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს კოლექტიური შრომის დავების მედიატორი.  

იგი ამზადებს სტუდენტურ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებისთვის, მონაწილეობს მათში გუნდის ქოუჩის, შემფასებლის ან არბიტრის სტატუსით. ამ კონკურსებ შორისაა: ვენის საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსის (CDRC Vienna); საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურის (ICC International Commercial Mediation Competition); მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO EMC2) საერთაშორისო კონკურსი; ცენტრალური ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრის (CEEMC) მწვრთნელი; Willem C. Vis Moot - საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის კონკურსი და სხვ.

მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა კომერციული მედიაციის განვითარება საქართველოში.

გარდა მშობლიური ენისა, ანა თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი