ნათია კორკოტაძე

აღმასრულებელი საბჭოს წევრი

2021 წლის 11 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ ნათია კორკოტაძე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩია.

2017 წელს ნათია კორკოტაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ არჩეული იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.

ნათია კორკოტაძე დღემდე ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის მიმართულებით;

1994-98  წლებში ნათია სწავლობდა ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტში და დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2000 წლიდან დღემდე არის ადვოკატი და 2004 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2013-17 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

ნათია კორკოტაძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სოციალური დაცვის ფონდის თანათავმჯდომარე. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი