შემეცნებით-კულტურული ვიზიტი ადვოკატებისთვის სტრასბურგში

3 ივლისი 2023

ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, 2023 წლის 29 ოქტომბრიდან - 04 ნოემბრამდე, დაგეგმილია შემეცნებით-კულტურული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში, სადაც მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ევროსასამართლოს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის როლსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურაზე. 

ოფიციალური შეხვედრების მიღმა, მონაწილეები დაათვალიერებენ ქალაქ სტრაბურგს, გათვალისწინებულია ერთდღიანი ექსკურსიები ქ. შტუტგარდში (გერმანია), ქ. კელში (გერმანია), ქ. ბადენ-ბადენში (გერმანია) და ქ. ბაზელში (შვეიცარია).

ტურის ღირებულება ადვოკატებისთვის შეადგენს 900 ევროს,  რაც მოიცავს: ავიაბილეთს თბილისის საერთშორისო აეროპორტიდან (გადაჯდომა სტამბოლი), ტრანსფერს, სასტუმროში  განთავსებასა (სასტუმროს ერთ ოთახში განთავსდება 2 მონაწილე) და სამოგზაურო დაზღვევას. შიდა გადაადგილების და კვების ხარჯებს ფარავს მონაწილე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა : 2023 წლის 17 ივლისი. 

პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვიზიტის ხელმძღვანელს მალხაზ ბეგიაშვილს: malkhazbegiashvili7@gmail.com; 593 205 180. 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა. 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი