სპეციალური შეთავაზება ადვოკატებისთვის CERMA-სგან

27 აპრილი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაციასთან (CERMA) თანამშრომლობის ფარგლებში ხელმისაწვდომია ექსკლუზიური შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე ბიზნესის გაძლიერებას.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატები მიიღებენ შემდეგ ბენეფიტებს:

  • CERMA-ს პლატფორმაზე გამარტივებული და პრიორიტეტული წესით გაწევრიანების შესაძლებლობა;
  • ინდივიდუალური ადვოკატებისთვის გაწევრიანება საწევრო და რეგისტრაციის გადასახადის გარეშე;
  • „CERMA-ს მიერ რეკომენდებული ადვოკატის“ ოფიციალური სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა, ESG-ისა და მწვანე სამართლის მიმართულებით;
  • ექსკლუზიური მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებში, სექტორულ ფორუმებსა და პროფესიულ შეხვედრებში;
  • წელიწადში მინიმუმ ორი სპეციალიზებული ტრენინგი ESG-ის, გარემოსდაცვითი სამართლისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე;
  • პროფესიული ცნობადობის გაზრდა CERMA-ს ბიზნეს-ეკოსისტემაში და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა;
  • პირდაპირი წვდომა იმ კომპანიებთან, რომლებსაც სჭირდებათ ESG-ისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • შესაძლებლობა, მემორანდუმით გათვალისწინებული შეღავათები და პრივილეგიები საკუთარ კლიენტებსაც გაუზიარონ, რითაც მათთვის დამატებითი ღირებულება შექმნან და საკუთარი კონკურენტული უპირატესობა გააძლიერონ.

CERMA-სთან პარტნიორობა ადვოკატებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ მზარდი ESG და მწვანე ეკონომიკის მიმართულების აქტიური მონაწილეები, განავითარონ ახალი სპეციალიზაცია და გააფართოონ პროფესიული საქმიანობის არეალი.

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაციას:
ელ-ფოსტაზე: info@cerma.ge
ტელ:579970965

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი