კორპორაციული სატელეფონო პაკეტი - „ადვოკატი“

8 სექტემბერი 2020

ადვოკატთა ასოციაციამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები სილქნეტთან/ჯეოსელთან და მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია სილქნეტი/ჯეოსელი ადვოკატთა ასოციაციის წევრებს სთავაზობს სპეციალურ კორპორაციულ სატელეფონო მომსახურებას - ,,პაკეტი ადვოკატი“.

,,პაკეტი ადვოკატი“- ფარგლებში, ასოციაციის ყველა მოქმედ წევრს ეძლევა შესაძლებლობა მის მფლობელობაში არსებულ 1 ნომერზე  ისარგებლოს სილქნეტი/ჯეოსელი-ის მიერ ადვოკატებისთვის შემუშავებული სპეციალური შეთავაზებით/პაკეტით, რომელიც მოიცავს:

► ულიმიტო სასაუბრო დროს ნებისმიერ ოპერატორთან საქართველოში 

► ულიმიტო sms-ებს და 

► 1GB მობილურ ინტერნეტს 

ნაცვლად სტანდარტული ღირებულებისა, ასოციაციის წევრებისთვის „პაკეტი ადვოკატი“-ს საფასური შეადგენს 20 ლარს. 

„პაკეტი ადვოკატი“-თ სარგებლობის მნიშვნელოვანი პირობები: 

  • პირველადი აქტივაცია მოხდება ასოციაციის წევრის მიერ სილქნეტის/ჯეოსელის სერვის-ცენტრში მისვლის გზით, რა დროსაც უნდა წარადგინოთ ადვოკატის მოწმობა და პირადობის მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში ამავე დროს განხორციელდება სხვა ქსელიდან ჯეოსელში პორტირებაც; 
  • აღნიშნულის შემდგომ, „პაკეტი ადვოკატის“ ყოველთვიური აქტივაცია მოხდება ავტომატურად - ყოველი თვის 1-ელ რიცხვში. ავტომატური განახლებისთვის აუცილებელია ანგარიშზე პაკეტის შესაძენად საკმარისი თანხის ქონა;
  • კონკრეტული თვის 1-ელ რიცხვში ანგარიშზე პაკეტის შესაძენად საჭირო თანხის არქონის შემთხვევაში, პაკეტი ავტომატურად გააქტიურდება იმ რიცხვში, როდესაც მოხდება ანგარიშზე საკმარისი თანხის დარიცხვა.
  • გაითვალისწინეთ, რომ პაკეტის ავტომატური აქტივაციის ყოველთვიური ვადა იწურება კონკრეტული თვის ბოლო დღეს. მაგალითად, 1-ელ ოქტომბერს გააქტიურებული 1 თვიანი პაკეტი იწურება 31 ოქტომბერს, ისევე როგორც 6 ოქტომბერს გააქტიურებული პაკეტი იწურება 31 ოქტომბერს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პაკეტის ყოველთვიურად გააქტიურებისთვის საჭირო თანხა ანგარიშზე დარიცხული იყოს ყოველ თვის 1-ელ რიცხვში.

 

იმისათვის, რომ „პაკეტი ადვოკატი“-ს მოქმედება გაგრძელდეს მომდევნო წელსაც, საჭიროა, რომ 2020 წლის ბოლომდე აღნიშნული კორპორაციული შეთავაზებით ისარგებლოს ასოციაციის მინიმუმ 500-მა წევრმა.  

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოპერატორის ცხელ ხაზს:110110

გისურვებთ წარმატებას! 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი