თინათინ გუგუნავა

სპეციალიზაცია: სამოქალაქო
მომსახურების სფერო: სამეწარმეო სამართალი
მისამართი: #2 მარი ბროსეს ქუჩა, ოფისი 17; თბილისი, საქართველო, 0108
ტელეფონის ნომერი: +995599519990
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: tinatingugunava@gmail.com; tgugunava@wiseadvice.ge

ადვოკატის შესახებ:
თინათინ გუგუნავა წარმოადგენს კომპანია „ვაიზ ედვაისის“ მმართველ პარტნიორს. კომპანიის დაარსებამდე თინათინ გუგუნავა ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე რამდენიმე მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის იურიდიულ სამსახურს, რომლითაც უზრუნველყოფდა სათაო და შვილობილი კომპანიების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას. შესაბამისად მისი პროფესიული გამოცდილება ძირითადად კონცენტრირებული იყო ზოგად კორპორატიულ სამართალზე, რაც მოიცავს კომპანიების დაარსებას, შერწყმებსა და გაერთიანებებს, ერთობლივ საინვესტიციო კომპანიებსა და აქტივების დაცვის მექანიზმებს. მისი, როგორც იურისტის ერთ-ერთი გამორჩეული უნარია, კრეატიული სამართლებრივი წერა. მას შეუძლია თავი გაართვას ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებთან დაკავშირებულ კომპლექსურ იურიდიულ საკითხების მოგვარებას. მას მრავალფეროვანი გამოცდილება გააჩნია უძრავი ქონების განვითარების სფეროში, რომელიც უკავშირდება ყველა სახის ხელშეკრულებების, მშენებლობის დაგეგმვის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეფასებების მომზადებას, ასევე მესაკუთრის, ინვესტორის, გამქირავებლის და სხვა როლის მქონე მონაწილის სახელით მოლაპარაკების წარმოებას. თინათინს გააჩნია საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. მას შეუძლია განახორციელოს თქვენი პატენტის, სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია და დაიცვას თქვენი სავაჭრო საიდუმლოება ან/და საავტორი უფლებები. იგი რეგულარულად უწევს მის კლიენტებს კონსულტაციებს საგადასახადო სამართლის საკითხებზე და წარმოადგენს მათ ინტერესებს საგადასახადო დავების წარმოებისას, რომლებიც ყოველთვის წარმატებით სრულდება. გარდა საკონსულტაციო საქმიანობისა თინათინი, როგორც საქართველო ადვოკტთა ასოციაციის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებს კანონმდებლობის დახვეწისა და პროფესიის განვითარების მიზნით გამართულ ღონისძიებებში. იგი არის სამეწარმეო და კონკურენციის სამართლის კომიტეტის წევრი. გარდა ამისა თინათინი ხშირად ატარებს ლექცია/ტრეინიგებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის სამეწარმეო და კონკურენციის სამართლში და კანონმდებლობაში განხორციელებული სხვა სიახლეების თაობაზე. განათლება თინათინ გუგუნავამ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. მას ასევე მოპოვებული აქვს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხი (ილინოისის შტატში, ქ. ჩიკაგოში) საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში, მისი კურსი მოიცავდა საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართალს; საერთაშორისო კერძო ავიაციის სამართალს; კომპანიების გართიანებისა და შესყიდვების სამართალს (M&A); სამართლებრივ წერასა და ჩიკაგოს საქალაქო სასამართლოში მედიატორად მუშაობის პრაქტიკას. პრაქტიკის სფეროები კორპორატიული სამართლის საკითხები შრომის სამართლის საკითხები ინტელექტუალური საკუთრების საკითხები საგადასახადო დავები სამეწარმეო დავები გადახდისუუნარობა და რესტრუქტურიზაცია შერწყმები და გაერთიანებები სახელშეკრულებო გარიგებები უძრავ ქონებებთან დაკავშირებული პროექტები საავიაციო სამართალი
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი