ზურაბ ჭყონია
სპეციალიზაცია: საერთომომსახურების სფერო: საერთო
მისამართი: თბილისი, ბიძინა კვერნაძის ქ.13, ბ.12.
ტელეფონის ნომერი: + (995) 5 99 17 75 73
ენები: ქართული, რუსული
ელ. ფოსტა: z.chkonia@yahoo.com
ადვოკატის შესახებ:
სპეციალიზაცია: საერთო დამატებითი სპეციალიზაცია: არასრულწოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო) მომსახურების სფერო: საერთო ზურაბ ჭყონია დაიბადა 1972 წელს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1992-1993 წლებში და შემდგომ 1995-2001 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1993 წლის 1 ივნისიდან 1995 წლის 27 მარტამდე მუშაობდა შპს „მაგიას“ იურისტად. 2001 წლის აპრილიდან დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2001 -2002 წლებში გახლდათ იურიდიული ფირმა „კორძაძე და სვანიძე ადვოკატების“ ადვოკატი. 2002-2005 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „ჭყონია და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი. 2005 წლის 18 აპრილიდან 2005 წლის 24 აგვისტომდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის საკადრო და იურიდიული განყოფილების იურისტად. 2005 წლის 25 აგვისტოდან 2006 წლის 6 მაისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2006 წლიდან არის „იურიდიული ფირმა ჭყონია და კომპანიას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 2006-2012 წლებში მუშაობდა სამშენებლო კომპანია შპს „კაპიტელ ინვესტის“ იურისტად და ხელმძღვანელობის რწმუნებულად ხარისხის მართვის საკითხებში (iso). 2009-2010 წლებში გახლდათ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „რეგისტას“ არბიტრი. 2012 წლიდან დღემდე არის „კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი. 2022 წლის 20 სექტემბრიდან 2026 წლის 1 მარტამდე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი სააგენტოს კონსულტანტის თანამდებობაზე და ასევე ასრულებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოვალებას. ზურაბ ჭყონიას გავლილი აქვს ბავშვთა უფლებების სპეციალიზებული კურსი, სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე ბავშვთა უფლებების სპეციალიზებული კურსი, სამოქალაქოს სამართლის მიმართულებით. პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა: 2010-2012 წლებში მუშაობდა თბილისი საბანკო- საფინანსო და მენეჯმენტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფროს მასწავლებლად კერძო სამართლის მიმართულებით. 2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მასწავლებლად კერძო სამართლის მიმართულებით. 2011-2015 წლებში მუშაობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე კერძო სამართლის მიმართულებით. 2015-2017 წლებში იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი კერძო სამართლის მიმართულებით. 2016 -2020 წლებში მუშაობდა ევროპის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კერძო სამართლის მიმართულებით. 2015 -2020 წლებში ზურაბ ჭყონია იყო ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2015 – 2019 წლებში გახლდათ ამავე ინსტიტუტის სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „სამართალი და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორი, ხოლო 2019 წლიდან 2020 წლის 16 აგვისტომდე რედაქტორი. 2019 წლიდან დღემდე იგი არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი. 2020-2022 წლებში იკავებდა უნივერსიტეტი მილენიუმის პროფესორის აკადემიურ თანამდებობას კერძო სამართლის მიმართულებით. ზურაბ ჭყონია გახლავთ ათზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და წიგნის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის კომენტარის“ (წიგნი პირველი, 2018 წ.) თანაავტორი. მონაწილობა აქვს მიღებული 8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. 2014 წლის აპრილიდან დღემდე არის ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 2024 წლიდან დღემდე არის აზიის მეცნიერ-რედაქტორთა საბჭოს (ACSE) წევრი. 2024 წლიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე იყო სამეცნიერო ჟურნალ „იურიდიული ნოველების“ (უკრაინა) სარედაციო კოლეგიის წევრი. 2025 წლის დეკემბერში, აუზევის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით იურიდიული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის. ზურაბ ჭყონია წლებია ეწევა ქართული გვარების კვლევას. ის გახლავთ სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ჯელაძეების გვარის გენეალოგიას“(2023 წ.) ავტორი. ამ კუთხით მას მიღებული აქვს მონაწილეობა 2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და აქვს ორი სამეცნიერო პუბლიკაცია. ზურაბ ჭყონიას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი




