ნატო ნათენაძე
სპეციალიზაცია: სამოქალაქომომსახურების სფერო: შრომის სამართალი
ენები: ქართული, ინგლისური და რუსული
ელ. ფოსტა: nato.natenadze@gmail.com
ადვოკატის შესახებ:
მე ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ლიცენზირებული ადვოკატი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით შრომით და ადმინისტრაციულ სამართალში, საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში წლების განმავლობაში ვიკავებდი სხვადასხვა ხელმძღვანელ და მაღალი პასუხისმგებლობით დატვირთულ პოზიციებს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ჩემი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს შრომითი ნორმების ზედამხედველობას, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების პროცესების მართვას, შრომით დავებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ეფექტიან კომუნიკაციას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაში, ზეპირი მოსმენების ჩატარებაში, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებში, ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და სამართლებრივ ექსპერტიზაში. აქტიურად ვარ ჩართული პროფესიულ განვითარებაში და გავლილი მაქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგი შრომით სამართალში, ადამიანის უფლებებში, დისკრიმინაციის აკრძალვაში, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის, ასევე ადმინისტრაციული წარმოების მიმართულებით.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი




