პროგრამაზე რეგისტრაცია

 

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების თანახმად, ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად (იხ.ქვემოთ,,სარეგოსრაციო ფორმა"), რეგისტრაცია გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე. 

ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: 

►საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
►უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
►ადვოკატთა, მოსამართლეთა ან პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი); 
►ბიოგრაფია (CV); 
►ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
►თეორიული კურსის საფასურის (750 ლარის) გადახდის ქვითარი (GE97VT6600000000803803 ბანკის კოდი: UGEBGE22), ანდა წინამდებარე დებულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2020 წლიდან, ადაპტაციის პროგრამა თბილისის გარდა შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, ამიტომ რეგისტრაციის ფორმაში გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ქალაქი.

,,ადვოკატთა შესახებ" კანონის მე-10 მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას.

რეგისტრაციის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღე.

განმცხადებელთა სიას, რომელიც შესაბამისობაშია ფორმალურ მოთხოვნებთან, ამტკიცებს აღმასრულებელ საბჭო და სიაში შეტანილ პირს ენიჭება ადაპტაციის პროგრამის მონაწილის სტატუსი.

განაცხადის მიღება დაგიდასტურდებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით სარეგისტრაციო ფორმის შევსებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

რეგისტრაცია დასრულებულია

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი