შალვა მხეიძე


2020 წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ შალვას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2022 წელს ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მას მიენიჭა კერძო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ამავე წელს მან ჩააბარა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე.

2020 – 2021 წლებში მან გაიარა არაერთი სტაჟირება სხვადასხვა იურიდიულ ოფისსა თუ კომპანიაში, მათ შორისაა: ციფრული ინდუსტრიის აკადემია, იურიდიული ეთიკის კლინიკა, იურიდიული ოფისი Zandukeli & Co და სხვა.

2020 – 2023 წლებში ის მუშაობდა კომპანიაში Lawformer იურიდიული კონტენტის შემქმნელის პოზიციაზე.

2021 – 2022 წლებში იყო იურისტის თანაშემწე კომპანიაში Rompetrol Georgia (KMG International).

2020 – 2024 წლებში დასაქმებული იყო კომპანიაში Delta International იურისტის პოზიციაზე.

2024 წელს მან დააფუძნა სასწავლო პლატფორმა Lex Omnibus, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო კურსსა და ტრენინგს. 

შალვა აქტიური პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. 2019 – 2020 წლებში ის იყო პროფესორის ასისტენტი თავისუფალ უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორის ამპლუაში უძღვებოდა „აკადემიური მუშაობის ტექნიკების“ კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 – 2024 წლებში, ხოლო 2024 წლიდან დღემდე კი ეწევა აკადემიურ საქმიანობას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, როგორც აკადემიური ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით.

შალვა არის არაერთი შეჯიბრისა თუ კონკურსის მოწვეული მსაჯი და ექსპერტი, მათ შორისაა: სამომხმარებლო სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები (2023 წელი), საქართველოს არბიტრთა ასოციაციის II ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში (2023 წელი), შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები (2024 წელი), მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები (2025 წელი), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სასკოლო ოლიმპიადა (2025 წელი).

შალვა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით (2022 წლის ივნისიდან) და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი (2023 წლის აპრილიდან).

მისი სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი