თეიმურაზ მესხი

სარევიზიო კომისიის წევრი

1992 წელს ჩააბარა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს. 

თეიმურაზი 1993-99 წლებში მუშაობდა შსს ორგანოებში.

1999 წლის დეკემბრის თვიდან 2005 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი.

2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, ადვოკატი.

2010 წლიდან 2015 წლამდე იყო ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 

2003 წლის ნოემბრის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საერთო ტესტირება და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წლის მარტის თვეში მონაწილეობდა ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის და ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის მიერ ჩატარებულ ტრენინგში.

2006 წლის აპრილის თვეში მონაწილეობდა ,,რაულ ვანენბერგის” სახელობის ინსტიტუტის და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებულ ტრენინგში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

2006 წლის ოქტომბრის თვეში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. სპეციალიზაცია - სისხლის სამართალი.

2010 წლის აპრილის თვეში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ სემინარში ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები და ქართული კანონმდებლობა”

2010 წლის მაისის თვეში მონაწილეობა მიიღო ტრენინგში ,,ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და დაცვის მექანიზმების შესახებ”.

2011 წლის მარტის თვეში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში ,,ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები”.

2012 წლის აპრილის თვეში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარში თემაზე ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ევროპული კონვენცია და ქართული კანომდებლობის ანალიზი”.

2012 წლის ივნისის თვეში გაიარა ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლებრივი ინიციატივის მიერ ჩატარებულ ტრენინგში სამართლებრივი მართლწერა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას.

2012 წლის ოქტომბრის თვეში მონაწილეობა მიიღო ,,გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” მიერ ჩატარებულ ერთობლივ სემინარ-ტრენინგში, რომელიც მიეძღვნა იურიდიული პროფესიის განვითარების საკითხებს და ევროპული სასამართლო პრაქტიკის მნიშვნელობას საქართველოში.

2012 წელს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში ,,ადვოკატის პროფესიული ეთიკა”. ამავე წელს გაიარა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში ,,ვალდებულებითი სამართალი”.

2013 წელს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში ,,ვალდებულებითი სამართალი” და ,,ადვოკატის პროფესიული ეთიკა”.

2013 წლის ნოემბრის თვეში მონაწილეობა აქვს მიღებული გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის და გერმანიის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბერლინში ორგანიზებულ სემინარში შემდეგ საკითხებზე: ,,მედიაციის როლი სამოქალაქო დავების გადაწყვეტისას” და ,,საერთაშორისო არბიტრაჟი”.

2014 წელს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში ,,ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი” და ,,ადვოკატის პროფესიული ეთიკა”.

2015 წელს ასევე გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში ,,ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი”, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ,,ადვოკატის პროფესიული ეთიკა”.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კრების მიერ 2015 წლის 24 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაჯილდოებულია ,,ღირსების ორდენით”.

2015 წლის დეკემბრის თვეში გაიარა სპეციალური სწავლება თემაზე ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა”, რომლის შემდეგ მომენიჭა სპეციალიზირებული ადვოკატის სტატუსი.

2016 წელს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში ,,ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი”, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ,,ადვოკატის პროფესიული ეთიკა”.

2017 წლიდან განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ატარებს ტრენინგებს ,,სისხლის სამართლის” დარგში.

2017 წელს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში ,,მედიაციის მნიშვნელობა სამოქალაქო დავების გადაწყვეტისას”, "სახელშეკრულებო სამართალი" და ,,ადვოკატის პროფესიული ეთიკა”.

2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ არჩეულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრად.

2018 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი საკითხზე: ,,თანამონაწილეობის სახეები სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით”.

გააჩნია საწარმოში იურიუსტად მუშაობის გამოცდილება, კერძოდ ს/ს ,,ელექტრომექანიკოსში”. ამჟამად შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მუშაობს ა(ა)იპ ,,სპეციალური სერვისები”-ის და შპს ,,ვესტფარმის” იურისტად. ამავდროულად ახორციელებს საადოკატო საქმიანობას.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი