ადვოკატთა ასოციაციის წევრების თხოვნით, Fitpass - თან თანამშრომლობა კვლავ შედგა და კომპანიის სერვისით სარგებლობა ადვოკატებს დღეიდან შეუძლიათ!
Fitpass-ის ფარგლებში ერთი სააბონენტო ბარათით თქვენ გეძლევათ წვდომა 250-ზე მეტ პარტნიორ ობიექტზე, 50-ზე მეტ მრავალფეროვან აქტივობაზე საქართველოს მასშტაბით.
ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სერვისების ხელმისაწვდომობისა და შეღავათიანი პირობებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ კომპანიასთან, რომელთა შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაგაცნობთ.




