AI-ის ახალი რეალობა იურიდიულ პრაქტიკაში - ქუთაისში კონფერენცია ჩატარდა

25 ნოემბერი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ნებულა AI HUB თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისში, კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული პრაქტიკა: ახალი რეალობა.“

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ნებულა AI HUB - ის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.

კონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის კვლევის პრეზენტაცია წარადგინა ციფრული ტრანსფორმაციის(ნასტავია) დირექტორმა, თემურ მურღულიამ, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ასოციაციაში დანერგილი ელექტრონული სისტემები გააცნო. 

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: AI იურიდიულ პრაქტიკაში, გამოყენების მაგალითები, LEGALGUARD-ის შესაძლებლობები, კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და საერთაშორისო პრაქტიკა. 

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ადვოკატთა ასოციაციამ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემა აამოქმედა, მათ შორისაა, საგამოცდო პორტალი, ადვოკატის პორტალი, ეთიკის კომისიის ელექტრონული სისტემა, პენიტენციური ჯავშნების პორტალი, ადაპტაციის კურსის ელექტრონული სერვისები და სხვ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი