საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მუშაობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ასოციაციის ჟურნალ „ადვოკატის“ რედაქტორს, ეკა ხიმშიაშვილს მადლობის სიგელი გადაეცა.
სიგელი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გადასცა.
ეკა ხიმშიაშვილი ასოციაციაში 2006 წლიდან მუშაობს. წლების განმავლობაში ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციას იკავებდა, 2018 წლიდან კი ასოციაციის ჟურნალ „ადვოკატის“ რედაქტორია.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ეკა ხიმშიაშვილს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.




