წარმომადგენლობა მედიაციაში - საზაფხულო სკოლა 2026

29 მაისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP)-ის მხარდაჭერით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში - წარმომადგენლობა მედიაციაში. 

პროექტის მიზანია ახლადგაწევრიანებული ადვოკატებისთვის მედიაციის მიმართულებით როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება.

სამუშაო ენა: ინგლისური

საზაფხულო სკოლის თარიღები: 19, 20, 21, 28, 29, 30 ივნისი, 2026

ადგილი: თბილისი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისი
სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. 
მონაწილეობის მიღება შეუძლია ადვოკატს, რომელიც:

  • არ არის მედიატორი;
  • სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას (სავალდებულოა ენის ცოდნის დამდასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა);
  • არ აქვს გავლილი მედიაციის ტრენინგი;
  • არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2020 წლიდან.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე შეირჩევიან და შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP). 

რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს. დამატებით დეტალები ეცნობებათ მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი