საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე UNHCR Georgia-ს ხელმძღვანელს შეხვდა

29 ოქტომბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის - UNHCR Georgia - ს ხელმძღვანელს, ანა რიჩს და სამართლებრივ საკითხთა მრჩეველს, თორნიკე ცაგარეიშვილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და UNHCR-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების ხელშეწყობას, მათ შორის, მიგრაციის სამართლისა და ლტოლვილთა დაცვის საკითხებზე ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნული მიმართულებებით მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

„ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, დავნერგოთ პროფესიული განათლების თანამედროვე მიდგომები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ადვოკატთა პროფესიული შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა კონკრეტულ ინიციატივებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში აისახოს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში მომუშავე ადვოკატებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი