საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქპატენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.

მემორანდუმი ერთობლივ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძებას ითვალისწინებს. მათ შორის,  კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ორგანიზებას ინტელექტუალური საკუთრების აქტუალურ საკითხებზე. შეთანხმება ასევე მოიცავს ღონისძიებებს ადვოკატების, პატენტრწმუნებულებისა და სხვა დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. 

აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და დარგის თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი