საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრებმა ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეული წარმატება მოიპოვა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა!
ჩვენმა გუნდმა ტურნირის განმავლობაში სულ 6 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ნახევარფინალი დათმო რუმინეთთან, ხოლო ბრინჯაოს მედლებისათვის ბრძოლაში პორტუგალია დაამარცხა.
ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ შესანიშნავ შედეგს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე საფეხბურთო ასპარეზზე!
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გუნდის მწვრთნელს - თენგიზ სულაქველიძეს, რომლის გამოცდილებამ და შრომამ დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.